logo_geo
კახა კალაძე: არის ადგილები, რომელიც რეკრეაციული იყო და გენგეგმით სამშენებლო არეალში გადავიდა
- +

20 ივლისი. 2018. 15:16

„2009 წლის გენერალურ გეგმაში იყო ხარვეზები, მოცემულობა ყოველთვის იცვლება და ახალ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა რაღაცები შეცვალა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„გენგეგმაში ძალიან ბევრი ცვლილებაა. არის კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება და დღეს გადაყვანილია რეკრეაციულში და პირიქით, არის ადგილები, რომელიც იყო რეკრეაციული და გადაყვანილია სამშენებლო არეალში. ეს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის კონცეფციაა. ზონების ცვლილებებას რაც შეეხება, დაახლოებით 4 მლნ კვადრატულ მეტრამდე სამშენებლო ზონები არის გადაყვანილი რეკრეაციულ ზონებში. ეს ნორმალური პროცესია. 2009 წლის გენერალურ გეგმაში იყო ხარვეზები, მოცემულობა ყოველთვის იცვლება და ახალ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა რაღაცები შეცვალა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერი აღნიშნული განცხადებით, იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ახალი გენგეგმის მიხედვით, კრწანისსა და ვარკეთილში არსებული სარეკრეაციო ზონები საცხოვრებელ ადგილებად გადაკეთდა.

 

 

big_banner
არქივი