logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
- +

20 ივლისი. 2018. 18:38

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

 

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ახალგაზრდებს სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიმართა. მან კურსდამთავრებულებს მიულოცა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის დასრულება და ცხოვრების ფართო ასპარეზზე წარმატებები უსურვა.

 

ბაკალავრებს სწავლის დასრულება აგრეთვე მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო თოფურიძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნინო თავაძემ.

 

ბაკალავრები ტრადიციულად ქუდებით და მანტიებით იყვნენ შემოსილნი. უკვე მეხუთე წელია, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს ტრადიცია დამკვიდრდა.

 

ღონისძიება მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ცა ფერად-ფერადი მაშხალებით, ბუშტებითა და ლენტებით დაიფარა. უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურმა ღონისძიება გიფერებითა და მემოგრამითაც უზრუნველყო. წამყვანმა გიორგი პაპავამ კურსდამთავრებულებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დასკვნითი საზეიმო საღამო „Club 22“-ში გაგრძელდებოდა.

 

კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია ცაში ქუდების აყრით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დამთავრდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი