logo_geo
2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება
- +

20 ივლისი. 2018. 18:50

 

2019 წლის პირველი იანვრიდან რძის მიმღები საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ. ახალი რეგულაციები, ფერმერებს და მეწარმეებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააცნეს.

 

ახალი რეგულაციები რძის პროდუქტების მომხმარებელთა უსაფრთხოებას ეხება

 

„ამ ცვლილების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს რძის და რძის პროდუქტების მომხმარებელთა დაცვა. რძის გადამამუშავებელი საწარმოები ჩაიბარებენ რძეს მხოლოდ იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები იდენტიფიცირებულია შესაბამისი საყურე ნიშნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოველზე განხორციელებულია სახელმწიფო კონტროლი, იგი ვაქცინირებულია და შემოწმებულია ვეტერინარის მიერ, რასაც მინიმუმადე დაჰყავს ზოონოზური ანუ ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების რისკი“, - ამბობს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.

 

ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის პროგრამისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად 4.5 მილიონ ლარს ხარჯავს, აღნიშნული სერვისები კი ფერმერებისთვის სრულიად უფასოა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი