logo_geo
უაიკლეფ ჟანის კონცერტზე მრავალჟამიერი შესრულდა
- +

22 ივლისი. 2018. 12:21

 

 

ჰაიტელი რეპერი, ჯგუფ Fugees-ის ყოფილი წევრი, მუსიკოსი და პროდიუსერი, უაიკლეფ ჟანი ბათუმში, „ბლექ სი ჯაზ ფესტივალის“ ფარგლებში კონცერტს მართავს. გრემის სამგზის მფლობელმა ჯაზფესტივალზე მოულოდნელად, შესრულებისას მრავალჟამიერი გამოიყენა

 

 

 

Fugees-სთან ერთად მოპოვებული პოპულარობისა და აღიარების შემდეგ, უაიკლეფ ჟანი კიდევ უფრო ცნობილი გახდა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა: Guantanamera, Perfect Gentleman, 911 და Hips Don’t Lie.

 

უაიკლეფ ჟანი ცნობილი მუსიკოსი, მსახიობი, რეპერი და ჰაიტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატია.

 

საქართველოში საერთაშორისო ჯაზფესტივალი 19 ივლისს Black Sea Arena-ზე რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი