logo_geo
ტაქსის მანქანების ფერზე შეზღუდვები დაწესდება
- +

24 ივლისი. 2018. 14:55

 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო გახდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევა რეგულაცია მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების შეზღუდვაზე, - ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტშია აღნიშნული.

 

ამავე დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული რეგულაციების მიზანი მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

 

შეგახსენებთ, რომ  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა.

 

big_banner
არქივი