logo_geo
საბერძნეთში დაკარგული საქართველოს მეორე მოქალაქეც იპოვეს
- +

24 ივლისი. 2018. 17:37

 

 

საბერძნეთში საქართველოს საელჩო დაკარგული საქართველოს მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

 

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, საელჩომ მოძებნა და ამჟამად ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ, ახლობლებთან ერთად იმყოფება. შესაბამისად, გუშინ საღამოდან ამ მომენტამდე, საელჩოს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ყველა შეტყობინებაზე საელჩოს მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და ამ შეტყობინებებთან დაკავშირებული ყველა ინციდენტი ამოწურულია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ, თუმცა, საელჩოს ინფორმაციით, ორივე მათგანი ნაპოვნია და უსაფრთხოდაა.

 

 

big_banner
არქივი