logo_geo
ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით ტაქსის მომსახურების სერვისი აიკრძალება
- +

25 ივლისი. 2018. 17:26

 

 

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ტაქსის მანქანებით მომსახურების სერვისი აიკრძალება.

 

მუმლაძის თქმით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, შემუშავდება ერთი ფერი და ქალაქში, მხოლოდ ამ ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მუმლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში უკვე გახდება ცნობილი თუ რა ფერზე გაკეთდება აქცენტი.

 

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან და ორკარიან ავტომობილებს, მუმლაძის განცხადებით, ასეთი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალება.

 

 

 

 

big_banner
არქივი