საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაციისთვის 5.2 მილიონი ლარი გამოყო.
თსუ-ს ცნობით, სარემონტო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე სველი წერტილები და კომუნიკაციები მოწესრიგდება, მეორე ეტაპზე გათბობის სისტემა, წლის ბოლომდე კორპუსის ფასადის და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულდება.
შენობის ინტერიერის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხების მოზიდვა 2019 წლიდან დაიწყება.