logo_geo
იუბილარი ასლან აბაშიძე - 80 წლის „ბაბუმ“ იუბილე შვილიშვილების გარემოცვაში აღნიშნა
- +

25 ივლისი. 2018. 21:21

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე, ასლან აბაშიძე, წლებია რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში ვერ ჩამოდის.

 

ის რუსეთში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა.

 

რუსეთში ცხოვრობდნენ მისი შვილებიც, დიანა და გიორგი აბაშიძეები, თუმცა, მეუღლესთან სალომე ბაჯელიძესთან შერიგების შემდეგ, გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა და ის ტყუპებთან და ცოლთან ერთად, ძირითადად ბათუმში ცხოვრობს.

 

რამდენიმე წლის წინ, ცნობილი გახდა, რომ ასლან აბაშიძეს საყვარელმა ქალმა შვილი გაუჩინა, თუმცა, არც საყვარელი ქალის და არც ბავშვის ფოტო სოც-ქსელში არ გავრცელებულა.

 

ორი დღის წინ, ასლან აბაშიძე იუბილარი იყო. მას 80 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის მისალოცად, ბათუმიდან მოსკოვში ჩავიდნენ მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე და ოჯახის წევრები.

 

ბაბუას დაბადების დღე გიორგი აბაშიძის ტყუპებმა მიულოცეს. ფოტო სოციალურ ქსელში სალომე ბაჯელიძემ ატვირთა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი