ესპანური ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც შარშან, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა, საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
37 წუთიან ფილმში: ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის ეროვნული პარკი და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები ესპანეთის პოპულარულმა ტელეკომპანია „Movistar+"-მ აჩვენა.