logo_geo
ანტარქტიდას უზარმაზარი, დელავერის შტატის ზომის აისბერგი სწყდება
- +

7 იანვარი. 2017. 23:40


 



მეცნიერთა განცხადებით, ანტარქტიდაზე, ყინულის შელფ ლარსენ C-ზე მოწყვეტის პირასაა უზარმაზარი აისბერგი, რომელიც დელავერის შტატის ზომისაა, მანჰეტენზე 100-ჯერ დიდი.


დეკემბრის ბოლოს, მოულოდნელად, 18 კმ-მდე გაიზარდა ნელა პროგრესირებადი ნაპრალი. როგორც დაკვირვებები აჩვენებს, 5000 კვადრატული კილომეტრი ფართობის აისბერგს მოწყვეტისგან მხოლოდ 20 კმ-იანი მონაკვეთი იცავს.


გაფართოვდა ნაპრალის სიგანეც; 2011 წელს იგი მხოლოდ 50 მეტრს შეადგენდა, ამჟამად კი 500 მეტრს.


„სასწაული იქნება თუ აისბერგი უახლოეს თვეებში არ მოსწყდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს გარდაუვალია", - ამბობს პროფესორი ადრიან ლაკმენი. 


როდესაც ყინული აისბერგის სახით მოსწყდება, იგი ერთ-ერთი უდიდესი იქნება პლანეტაზე ჩვენთვის ცნობილ ათ უდიდეს მსგავს მოვლენას შორის.


ლარსენ C-ს ყინულის შელფი ანტარქტიდის მეოთხე უდიდესი ყინულის შელფია და გადამწყვეტ როლს თამაშობს კონტინენტის ყინულის მოცულობის შენარჩუნებაში.


ყინულის სისქე დაახლოებით 350 მეტრია და ოკეანეში დასავლეთ ანტარქტიდასთან ტივტივებს. იგი ერთგვარი შემაკავებლის როლს ასრულებს მყინვარებისათვის, რათა ისინი ოკეანეში არ ჩავიდეს.


იმის გამო, რომ ყინულის შელფი უკვე ოკეანეში ტივტივებს, ლარსენ C-ის დნობა არ გამოიწვევს ზღვის დონის პირდაპირ მომატებას.


თუმცა, მკვლევრებს უფრო მეტად აშინებს ის ფაქტი, რომ უზარმაზარი აისბერგი პატარ-პატარა აისბერგებად დანაწევრდება.


შეშფოთების მიზეზი მეცნიერებს ნამდვილად აქვთ, რადგან უკვე ჩამონგრეულია ყინულის ორი შელფი - ლარსენ A 1995 წელს და ლარსენ B 2002 წელს.


ამ ყინულთა დაშლის შემდეგ, დრამატულად აჩქარდა მათ მიღმა მდებარე მყინვარები, რაც ოკეანეში უზარმაზარი მოცულობის ყინულის შესვლითა და ზღვის დონის მატებით დასრულდა.


გამოთვლილია, რომ თუკი ლარსენ C-ის შელფზე ამჟამად არსებული ყინულოვანი საფარი მთლიანად შევა ზღვაში, პლანეტის ოკეანის დონე 10 სანტიმეტრით აიწევს.


ამ მიზეზის გამო,  ლარსენ C-ზე წარმოქმნილი ნაპრალის ზრდას მეცნიერები წლების მანძილზე აკვირდებიან.


მოვლენათა განვითარების ზუსტი სცენარის განსაზღვრის მიზნით, მკვლევართა ჯგუფი ყინულის შელფს თანამგზავრისა და მიწისპირა ხელსაწყოების საშუალებით აკვირდება.


რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, ყინულის შელფისთვის აისბერგის მოწყვეტა ნორმალურია, მაგრამ ლარსენ C-ის ნაპრალის სწრაფმა ზრდამ მეცნიერები განსაკუთრებით შეაშფოთა.


ამ ეტაპზე, ჯგუფი დაზუსტებით ვერ ამბობს არის თუ არა ყინულის შელფის უპრეცედენტო რღვევა კავშირში კლიმატის ცვლილებასთან, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რათა ვივარაუდოთ, რომ ყინულის საფარის სისქის შემცირებას ტემპერატურის მატება იწვევს.


Description: https://s24.postimg.org/edx6crab9/93282005_rift_figure_narrow_jan2017_large.jpg

 

 

 

Description: https://s28.postimg.org/7pz2bpez1/93279986_larsenc_detail_photo_2016315_lrg.jpg


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი