logo_geo
ივანე მაჭავარიანი ოპოზიციას: არანაირი ტაშ-ფანდურისთვის თანხის გამოყოფა არ ხდება!
- +

26 ივლისი. 2018. 17:02

 

 

„არანაირი ტაშ-ფანდურისთვის და პიარ აქციებისთვის თანხის გამოყოფა არ ხდება“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის კრიტიკას დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით ზრდის თაობაზე.

 

„კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ, თუმცა ნებისმიერი გამოყოფილი თანხა არის ან ბიუჯეტის ფარგლებში ან მთავრობის განკარგულებით. არანაირი ტაშ-ფანდურისთვის და პიარ აქციებისთვის არანაირი თანხის გამოყოფა არ ხდება. ყოველთვის საჭიროების მიხედვით ხდება და ეს საჭიროება განსაზღვრულია ან კანონში ან სტრატეგიაში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

big_banner
არქივი