logo_geo
უჩვეულო ნისლი თბილისში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
- +

27 ივლისი. 2018. 15:12

 

თბილისში უჩვეულო ნისლის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, დედაქალაქში არსებული ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი