logo_geo
ფრთხილად, მთვარის დაბნელება იწყება - ასტროლოგის რჩევები
- +

27 ივლისი. 2018. 22:20

 

 

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 27 ივ­ლისს მო­სა­ლოდ­ნე­ლი მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბისშე­სა­ხებ წერს და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს მო­სა­ლოდ­ნელას­ტრო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს:

„27 ივ­ლისს, თბი­ლი­სის დრო­ით 21:14 წუთ­ზე და­ი­წყე­ბა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა,რომ­ლის პიკი იქ­ნე­ბა 00:21 წუთ­ზე უკვე 28 ივ­ლისს, დას­რულ­დე­ბა 03:28 წუთ­ზე.დაბ­ნე­ლე­ბა მერ­წყუ­ლი-ლო­მის ღერძზე ხდე­ბა. მისი და­ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბასა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც.

ეს იქ­ნე­ბა მთვა­რის ტო­ტა­ლუ­რი, ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც მარ­სი მი­უ­ახ­ლოვბდე­ბა დე­და­მი­წას, რო­გორც 30-34 000 წლის წინ. დაბ­ნე­ლე­ბამოხ­დე­ბა მერ­წყუ­ლის მე-4 გრა­დუს­ზე. ვი­ნა­ი­დან ეს იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვიდაბ­ნე­ლე­ბა, მისი გავ­ლე­ნაც ასე­ვე, დიდი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე იქ­ნე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი.

რო­გორც ვი­ცით მთვა­რე ინ­ტუ­ი­ცი­ის, ემო­ცი­უ­რი სხე­უ­ლი­სა და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­თხის მმარ­თვე­ლად ით­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დაბ­ნე­ლე­ბა სწო­რედ ამ სფე­რო­ებ­ზემო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

დაბ­ნე­ლე­ბის ეფექტს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი, ვინცდა­ი­ბად­ნენ 1 დან 10 გრა­დუ­სის ჩათ­ვლით მერ­წყუ­ლის, ლო­მის, მო­რი­ე­ლი­სა დაკუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში, ან ვი­საც პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი (მთვა­რე, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა,მარ­სი) ჰყავს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბის ამ გრა­დუ­სებ­ზე 1 დან 10 ის ჩათ­ვლით, ანურო­გორც იტყვი­ან, პირ­ველ დე­კა­და­ში. დაბ­ნე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აი­სა­ხე­ბა ასე­ვე მათ­ზე, ვი­საც მთვა­რის კვან­ძე­ბი ამა­ვე ნიშ­ნე­ბის 1 დან 10 გრა­დუს­ზე ჰყავთ პი­რადრუ­ქა­ში.

ემო­ცი­უ­რის გარ­და დაბ­ნე­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­საძ­ლოა აი­სა­ხოს აგ­რეთ­ვე მთვა­რის სხვა გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ში: სახ­ლი, ოჯა­ხი, ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი, მშობ­ლე­ბი, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, ასე­ვე მერ­წყუ­ლით მარ­თულ სფე­რო­ებ­ზეც: მე­გობ­რე­ბი, კო­ლექ­ტი­ვი,ჯგუ­ფუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნა.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენს პი­რად რუ­კა­ზე რო­მელ სახ­ლში ხდე­ბა დაბ­ნე­ლე­ბა,დიდი ალ­ბა­თო­ბით იმ სახ­ლით მარ­თუ­ლი სფე­რო­ე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა მთვა­რის მომ­დევ­ნო დაბ­ნე­ლე­ბამ­დე.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: - და­ა­სუფ­თა­ვეთ სახ­ლი, მო­ი­შო­რე­ოთ ყვე­ლა ძველ­მა­ნი დაუსარ­გებ­ლო ნივ­თი, აგ­რეთ­ვე, ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი, არ გა­უგ­ზავ­ნოთ ცუდი სურ­ვი­ლე­ბი და ცუდი ფიქ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებს;

- ყუ­რა­დღე­ბა მო­აქ­ცი­ეთ რას ჭამთ, თუ გა­მო­ი­ჩენთ ნე­ბის­ყო­ფას გა­და­დით ჯან­საღკვე­ბა­ზე, მო­ე­რი­დეთ ყვე­ლა­ნა­ირ ალ­კოჰოლ­სა და არა­ჯან­საღ საკ­ვებს;

- ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ბავ­შვებს; მათ ჰი­გი­ე­ნა­სა და საკ­ვებს;

- თუ გსურთ გა­ნი­კურ­ნოთ, გა­ი­სუფ­თა­ვეთ ემო­ცი­უ­რი სხე­უ­ლი წყე­ნის­გან, სევ­დი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დარ­დის­გან; ილო­ცეთ, ითხო­ვეთ პა­ტი­ე­ბა თუ ვინ­მეს აწყე­ნი­ნეთ და მი­უ­ტე­ვეთ თა­ვად თქვენც;

- ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ნუ და­ი­წყებთ ახალ საქ­მეს, და­კავ­დით მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბით - მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, მით უფროისი­ნი, ვი­საც გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს.

ეს დაბ­ნე­ლე­ბა მარ­სის გავ­ლე­ნით მოხ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოთ მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე და მე­გობ­რუ­ლი სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამი­ტომ - მო­ე­რი­დეთ აგ­რე­სი­ას. ნუიქ­ნე­ბით კონ­ფლიქ­ტუ­რე­ბი ან/და კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი;

- სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ გზებ­ზე, მით უფრო რომ მერ­კუ­რიც რეტ­რო­მოძ­რა­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა და დაბ­ნე­უ­ლო­ბის, ტექ­ნი­კის გა­უ­მარ­თა­ო­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

გახ­სოვ­დეთ, რომ დაბ­ნე­ლე­ბის დროს დე­და­მი­წა­ზე გროვ­დე­ბა უდი­დე­სი ენერ­გია,რის­კენ მი­მარ­თავთ ამ ენერ­გი­ას, შე­ნე­ბი­სა თუ ნგრე­ვის­კენ - თქვენს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მერ­წყუ­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას, მო­უხ­მეთ გო­ნი­ე­რე­ბას და გან­სა­ჯეთ, ღირს კი არ­სე­ბულ დოგ­მა­ტურ აზ­როვ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, თუ სჯობს ახა­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა ფარ­თო ჰო­რი­ზონ­ტი­თა და ახა­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით.

- და­ი­წყეთ ახა­ლი ცოდ­ნის და უნა­რე­ბის შე­ძე­ნა;

- გა­ი­ფარ­თო­ვეთ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა და უფრო გლო­ბა­ლუ­რად შე­ხე­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს;

- გა­ნა­ვი­თა­რეთ ინ­ტუ­ი­ცია და ენ­დეთ მის ხმას. ეცა­დეთ, გა­აც­ნო­ბი­ე­როთ ყვე­ლათქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და არ­ჩე­ვა­ნი. - რაც ხელს გიშ­ლით პროგ­რეს­ში - ყვე­ლა­ფერსდა­ემ­შვი­დო­ბეთ! და­უ­ნა­ნებ­ლად და­ტო­ვეთ წარ­სულ­ში!

- ეცა­დეთ აგ­რე­სი­ის ენერ­გია შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ად გარ­და­სა­ხოთ - ხა­ტეთ, წე­რეთ, შექ­მე­ნით რისი შექ­მნაც შე­გიძ­ლი­ათ, სუ­ლაც მცი­რე რე­მონ­ტი წა­მო­ი­წყეთ სალ­ხში. ანუ სხვა სიბ­რტყე­ში "გა­და­ა­თა­მა­შეთ" მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი.

კლი­მა­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქა­რის და ცე­ცხლის სტი­ქი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ფრთხი­ლი ამ სტი­ქი­ე­ბის მი­მართ, ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ ღია ცე­ცხლს, ან კო­ცონს ტყე­ში. წა­მოს­ვლი­სას დარ­წმუნ­დით,რომ ბო­ლომ­დე ჩა­აქ­რეთ ცე­ცხლის კერა. ზო­გა­დად ცე­ცხლს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე (!!!), რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ხან­ძრის გა­ჩე­ნის საფრ­თხე­ე­ბი.

გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია მსოფ­ლი­ო­ში სამ­ხედ­რო თუ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­კი­თხებ­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს ეხე­ბა მით უფრო იმ ქვეყ­ნებს, სა­დაც დაბ­ნე­ლე­ბის გრა­დუ­სე­ბი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას ქმნის ქვეყ­ნის ნა­თა­ლურ რუ­ქას­თან.

უნდა გვეს­მო­დეს, რომ მრა­ვა­ლი მოვ­ლე­ნა რაც სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლიაიმა­ზე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს კო­ლექ­ტი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა. ამი­ტომ, ყვე­ლა ვართ პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ­ნი და მზად ვართ ახა­ლი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის! 

გა­ით­ვალსწი­ნეთ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის!".

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი