logo_geo
საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს
- +

28 ივლისი. 2018. 11:52

 

 

საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს. პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, დღეს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას  – STOP C იწყებს.

 

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს. ღონისძიებაზე პროგრამის 3 წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ.

 

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

 

big_banner
არქივი