logo_geo
სად და როგორ ხვდებიან ძველით ახალ წელს?
- +

8 იანვარი. 2017. 10:52


 

14 იანვარს, საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება. ძველით ახალი წელი არაოფიციალური ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებლურ ქვეყნებში ზეიმობენ. ამ დღეს ახალი წელი იულიუსის კალენდრით აღინიშნება.


საქართველოს გარდა, ძველით ახალ წელს აღნიშნავენ სერბეთში, რუსეთში, უკრაინაში, მაკედონიასა და სხვა ქვეყნებში.


მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს სერბეთში ისევე გრანდიოზულად აღნიშნავს, როგორც 1 იანვარს. დედაქალაქ ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი, სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ორგანიზებით კი, წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან ფოიერვერკს უშვებენ.


მაკედონიაში 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩაში ხვდება, ისინი გარეთ უზარმაზარ კოცონებს ანთებენ, შემდეგ კი ერთად მიირთმევენ საახალწლო ნუგბარს.


ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ასევე შემონახულია სომხეთში, ბელარუსში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში,  ყაზახეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, უკრაინაში, უელსსა და შვეიცარიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი