logo_geo
დღეს საშა იოსელიანის დაბადების დღეა
- +

30 ივლისი. 2018. 00:25

 

 

 

დღეს აფხაზეთის ომში დაღუპული ჟურნალისტის, საშა იოსელიანის დაბადების დღეა. საშა იოსელიანს 66 წელი შეუსრულდებოდა.

 

საშა იოსელიანის უკვდავსაყოფად ბავშვთა ქალაქ “მზიურში” 2009 წელს ძეგლი გაიხსნა.

 

 

საშა იოსელიანს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლელა ანჯაფარიძე იხსენებს და შემდეგი სახის ფოტოსა და ლექსს აქვეყნებს:

 

 

 

ყავის პატარა ჭიქები...

 

ყავის პატარა ჭიქები...

ყველანი მოუვლელები...

ცოტათი გატეხილები...

ძალიან სოხუმელები...

 

მე, როცა ყავა მწყურია...

და ჯიბეში მაქვს მანეთი...

სადა ხარ "დიოსკურია"...

ზღვამდე ნაბიჯი ცამეტი...

 

დროზე ვერ გადავაბიჯეთ...

მთლად აქაფებულ ტალღამდე...

და გულში ვითვლით ნაბიჯებს

პიცუნდამდე და გაგრამდე...

 

რაღაცა ...არა მგონია ...

რომ შევეჩვიოთ "ს-უ-ხუმებს"...

რძისფერი დგას მაგნოლია...

და ზღვისფერ პალმას უყურებს...

 

ყავის პატარა ჭიქები...

გაბზარებამდე *- წრფელები...

და თბილისელი ბიჭები...

ბოლომდე სოხუმელები...

 

 

big_banner
არქივი