logo_geo
რატომ აღვნიშნავთ ძველით ახალ წელს?
- +

8 იანვარი. 2017. 12:59




ზოგიერთ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, 13 იანვრის ღამეს არაოფიციალურად აღინიშნება ძველით ახალი წლის დღესასწაული. ბევრმა არ იცის, რომ მისი აღნიშვნა  ქრონოლოგიის ცვლილებით არის გამოწვეული.


ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის "ძველი სტილის" კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული "ახალი სტილის" - რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.


ამ განსხვავებამ, XX ‑ XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.


რუსეთში ცვლილება მოხდა 1918 წლიდან. ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს "უხვს" უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში (სერბია, ჩერნიგორია, მაკედონია) ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას "სერბულ ახალ წელს" უწოდებენ. ჩერნიგორიაში კი ძველით ახალ წელს "ნამდვილ ახალ წელს" უწოდებენ.


ძველით ახალ წელს ხვდებიან საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით. ასევე ახალ წელს, ძველი სტილით, აღნიშნავენ უელსში.


2100 წლის 1 მარტიდან იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის განსხვავება გახდება 14 დღე-ღამე. სწორედ ამიტომ, 2101 წლიდან ძველით ახალი წლის აღნიშვნა ერთი დღით გვიან მოხდება.


წყარო: ihow.ge


 

 

big_banner
არქივი