logo_geo
ქართულ ტურისტულ კომპანიებში შესაძლოა, უცხოელი გიდები აღარ დაასაქმონ
- +

30 ივლისი. 2018. 14:00

 

 

საქართველოში გიდის საქმიანობა შეუძლია ყველას, ვისი საქმიანობაც დარეგისტრირებული იქნება და ვინც გადასახადს გადაიხდის. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი ქართულ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, შემდეგ წევრიანდება აქ შექმნილ ასოციაციაში და გიდობის უფლებასაც უპრობლემოდ იღებს. არის ფაქტებიც, როდესაც ტურისტების ჯგუფს მოჰყვება საკუთარი ქვეყნიდან ადამიანი, რომელიც მათ  გიდობას უწევს. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან მელაძის თქმით, სამომავლოდ ასოციაცია ეცდება, რომ ქართულმა კომპანიებმა უცხოელების რეგისტრაცია არ დაუშვან.

 

მისი თქმით, ამაზე მსჯელობა შემოდგომაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დაიწყება და რეგულაციებსაც მიიღებენ.

 

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგულაციები მკაცრი არ იქნება, თუმცა ამ გზით აღარ იქნება ის პრობლემა, რომელსაც ზოგიერთი უცხოელი გიდი ქვეყნის ისტორიის დამახინჯებით ქმნის.

 

 

big_banner
არქივი