logo_geo
გია მურღულია: ოჯახში დაიკარგა აღზრდის კულტურა, მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის
- +

31 ივლისი. 2018. 12:03

 

ოჯახში დაიკარგა აღზრდის კულტურა, მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის“, - ამის შესახებ გია მურღულიამ ვახო სანაიას „ხალხის პოლიტიკაში“ მოსწავლეებს შორის სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ბევრი შეხვედრა მახსოვს, რა უნდა გავაკეთოთ? ყველა ჭკვიანურად ლაპარაკობდა, მაგრამ მერე მაინც ისევ ისე ვაგრძელებდით ცხოვრებას. აუცილებლად უნდა დავასახელო ოჯახის ფაქტორი, ოჯახში დაიკარგა აღზრდის კულტურა, მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის. ვიღაცა იტყვის მე მცალიაო, მაგრამ ეს არის მასობრივი მოვლენა. ყოველდღე ვუყურებ, ჩემი ბავშვები, ჩემი მოსწავლეები, ძალიან ხშირად ლაპარკობენ, რომ მშობლებს მათთვის არ სცალიათ.

 

მეორე ფაქტორია სახელმწიფოში არსებული დამოკიდებულება წარმატების მიმართ, განათლებული კაცის, წესიერი კაცის ცხოვრების წესის მიმართ. ძალიან ხშირად მასობრივი ინფორმაციის, ტელევიზიების საშუალებით ვუყურებ უკიდურესად უღირს ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წარმატებას საქართველოში. ამას ჩვენი შვილებიც ხედავენ, ხედავენ იმას, რომ ძალადობით, ბილწსიტყვაობით, სხვების დაჩაგვრით წარმატებას მიაღწიეს და ეს ძალიან გადამდები რამე გახლავთ.

 

რასაკვირველია, სკოლასაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს, სკოლაში აღზრდის კულტურა ძალიან შესუსტებულია. მეტსაც გეტყვით, ხშირად უთქვამთ ჩინოვნიკებს, განათლების ე.წ. ექსპერტებს, რომ დასავლურ სკოლებში აღზრდა რა არის არ ესმით და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთო. აღზრდის ასე მიგდება არ შეიძლება", - განაცხადა გია მურღულიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი