logo_geo
კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი
- +

2 აგვისტო. 2018. 10:38

 

„კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

 

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული. სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

 

„მოხდა დაპირისპირება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის. მომხდარზე სამხედრო პოლიციას დაწყებული აქვს გამოძიება. ოთხი დაზარალებული გადაყვანილია სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში, სადაც უტარდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მათ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მიყენებული აქვთ მსუბუქი დაზიანებები“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

 

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი