logo_geo
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
- +

2 აგვისტო. 2018. 14:16

 

 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაიწვა საოჯახო ნივთები - 30 კვ.მ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვი.

 

ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

big_banner
არქივი