logo_geo
მეუფე იაკობი: თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში!
- +

2 აგვისტო. 2018. 15:27

 

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მამალაძის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.

 

„ეს არის სიცრუე. ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

big_banner
არქივი