logo_geo
აბიტურიენტი, რომელმაც უნარ-ჩვევებში ყველას აჯობა
- +

2 აგვისტო. 2018. 18:14

 

 

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე უმაღლესი 80 ქულა 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დევი ონიანმა დაიმსახურა. EDU.ARIS.GE–მ ზოგადი უნარების ნამდვილი „დევი“ იპოვა და გაარკვია, რომ ის სამედიცინო მიმართულებაზე აბარებს და ექიმობას გეგმავს. შედეგების შესახებ სოფელში, დასასვენებლად მყოფმა შეიტყო და მაღალ ქულას უკვე მეგობრების წრეში აღნიშნავს.

 

როგორც დევიმ EDU.ARIS.GE-ის უთხრა, ზოგად უნარებში მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში ემზადებოდა.

 

ამბობს, რომ მათემატიკა ყოველთვის უყვარდა.

 

„თავიდანვე რომ გავაკეთე უნარების ტესტი 73 ქულა ავიღე და ვიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა ბევრი მომზადება. ბოლო რამდენიმე თვე დავდიოდი, რომ რაც პრობლემები მქონდა ეგენი აღმომეფხვრა. მათემატიკა გამომდის. ზოგადი უნარების შედეგები რომ დაიდო, რაც გადავამოწმე ყველაფერი სწორი მქონდა. ვფიქრობდი და ეჭვი მეპარებოდა, რომ შეიძლება გადაწერაში მქონოდა შეცდომა და რომ დაიდო უკვე პასუხები, საიტით ვნახე. კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო ამ შედეგით“.

 

ის ახლა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფება, თუმცა, შედეგების გაგების შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ზოგადი უნარების და სკოლის პედაგოგებმაც მიულოცეს წარმატება.

 

„უნარები არ არის ისეთი საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება და გარკვეულწილად არის უფრო მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ბავშვის უნარ–ჩვევებს ამოწმებს,“ – ამბობს დევი.

 

მას მეგობრები დადებითად ახასიათებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ის მასთან ერთად მყოფმა მეგობარმა უთხრა, დევის ასეთ შედეგს სრულიად სამეგობრო ელოდა, რადგან ის არის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭი. ხუმრობით კი „ოჯახის შვილი და დედის სიყვარული“.

 

„წარმატებას და წარმატებას ვუსურვებ, ერთადერთი, რაც მას აკლია, ესაა წარმატება და თუ იქნება ისეთივე წარმატებული, რასაც ახლა მიაღწია, იქნება სულ კარგად,“ – ამბობს მეგობარი ვახო.

 

წყარო - EDU.ARIS.GE

 

 

big_banner
არქივი