logo_geo
ქუთაისში „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ გამო, 245 წვევამდელი ვერ გაიწვიეს
- +

2 აგვისტო. 2018. 21:41

 

ქუთაისში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შემდეგ 245 წვევამდელმა ისარგებლა.  2017 წელს იგივე მიზეზით 255  წვევამდელმა ისარგებლა.

 

ჯამში 500 ადამიანი კანონის შესაბამისად დარჩა სავალდებულო სამსახურში გაწვევის გარეშე, ამის შესახებ ქუთაისის მერიის სამხედრო სამახურის ხრლმძღვანელმა ლერი ყენიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, სტატისტიკა ქუთაისში საკმაოდ მაღალი და საგანგაშოა.

 

პირველ აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებას 150 წვევამდელიდან 145-მა "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" დახმარებით აარიდა.

 

პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" 2017 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის წარდგენის შემდეგ არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი