logo_geo
პაატა იმნაძე: ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის
- +

3 აგვისტო. 2018. 15:19

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 80 000 ადამიანი C ჰეპატიტით არის ინფიცირებული და არ იცის.

 

„ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლამდე ყველა ის ადამიანი გამოვავლინოთ, ვისაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს და არ იცის. ეს ვირუსი შეიძლება ატარო და მერე უცებ გაგიჩნდეს ციროზი და ღვიძლის კიბო. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალურად მივიდნენ, საქართველოში უამრავ ადგილას ტარდება სკრინინგი. დღეს ამ ვირუსის მორჩენა პრობლემა აღარაა. ვინც იცოდა ყველა მორჩენილია, ახლა დაახლოებით 80 000 ადამიანია საქართველოში, ვინც ინფიცირებულია და არ იცის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი