logo_geo
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა
- +

4 აგვისტო. 2018. 20:20

 

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

 

ავარიის დროს დაშვებული 12 ადამიანიდან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი.

 

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულია ხუთი სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზა.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

 

 

big_banner
არქივი