logo_geo
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ
- +

4 აგვისტო. 2018. 20:57

 

„ამა წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ“, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე „დაბოლილი“ ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა.

 

მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა კურთხევით, ორშაბათს, 16:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ (მ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა) გაიმართება მშვიდობიანი აქცია გადავიხდით საჯანმრთელო პარაკლისს ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ პრობლემის გამოსასწორებლად!” - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი