logo_geo
5 რჩევა მათთვის, ვისაც სცხელა და გაგრილების გზებს ეძებს
- +

5 აგვისტო. 2018. 20:01

 

 

ანომალიური სიცხეები ევროპისთვის ხშირ მოვლენად იქცა. მათ ვისაც სახლში ან სამსახურში კონდიციონერი არ აქვს, მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ სჯობს გაგრილება, რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ კაცობრიობას და ყოველთვის ამართლებს თუ არა ეს გამოცდილება. ამის გარკვევას BBC Future-ი შეეცადა.

 

ცივი სასმელი სჯობს თუ ცხელი?

 

სიცხეში ბევრი წყლის სმა - სწორი ქცევაა. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია საკუთარი თირკმლის დახმარება, რომ ორგანიზმის გაუწყლოება თავიდან აიცილოთ. მაგრამ ის თუ კონკრეტულად რა სითხე უნდა მიიღოთ - ცივი თუ ცხელი - ეს ძველი დროიდან სადავოა. ის ვინც ცხელ სასმელს ემხრობა ამტკიცებს, რომ ამით ორგანიზმს შიგნიდან აცხელებთ, რის გამოც ოფლი გამოიყოფა და საბოლოო ჯამში ეს გაგრილებთ. ადამიანის სხეულს საათში ორ ლიტრამდე ოფლის გამოყოფა შეუძლია და ეს მისი ტემპერატურის შესამცირებლად საკმაოდ ეფექტიანი მეთოდია. მაგრამ თუ დაკარგულ სითხეს არ აღიდგენთ, თქვენი ორგანიზმი გაუწყლოება, რის გამოც ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ უკეთესია, თუ სიცხეში ცხელი სასმელის მიღებაზე საერთოდ უარს იტყვით.

 

მთელი რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ მთლიანობაში ცხელი სასმელი უკეთ აგრილებს ორგანიზმს, მაგრამ როგორც უკვე ითქვა ოფლის გამოყოფას აძლიერებს. და არსებობს ერთი სიტუაცია, როდესაც ცხელი სასმელი ვერ გიშველით, კერძოდ, როდესაც ტენიანობა ძალიან მაღალია ან თუ ისე გაცვიათ, რომ ოფლს აორთქლების საშუალება არ აქვს. მხოლოდ ასეთ დროს მიიღეთ ცივი სასმელი.

 

ვენტილატორი აგრილებს?

 

ვენტილატორის ნიავი, რა თქმა უნდა, აგრილებს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის მხოლოდ აგრილებს ჰაერს, ხოლო მის მიერ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი თქვენი სხეულის ნორმალურ თბორეგულაციას უზრუნველყოფს, მათ შორის ოფლის აორთქლებას, რომელსაც კანი სიცხის გამო გამოყოფს. ვენტილატორებს ყველგან იყენებენ, მაგრამ გაგრილებისთვის მის ეფექტიანობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

 

2012 წელს მეცნიერებმა ვენტილატორების ეფექტიანობასთან დაკავშირებული გამოკვლევები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ამ საკითხზე რანდომიზირებული კონტროლირებული კვლევები არ არსებობს, არამედ ჩატარებულია მხოლოდ ობსერვაციული, დაკვირვებითი კვლევები, რომლებშიც მეცნიერები არ მონაწილეობდნენ. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანობაში მიჩნეულია, რომ ვენტილატორი დაგეხმარებათ, თუ ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს არ აჭარბებს, მაგრამ თუ ის უფრო მაღალია, სხეულზე ასეთი ჰაერის ნაკადი მხოლოდ გაზრდის თბურ დატვირთვას და შეიძლება თბური დარტყმაც გამოიწვიოს. ამიტომ, თუ შენობაში ძალიან ცხელა, ვენტილატორების გამოყენება ორგანიზმის გაუწყლოებას დააჩქარებს. ამასთან, ვენტილატორები ნაკლებად ეფექტიანია მაღალი ტენიანობის დროს. ასეთ დროს ჰაერი კი გადაადგილდება, მაგრამ იმდენად დატენიანებულია, რომ ხელს უშლის ადამიანის კანიდან ოფლის აორთქლებას.

 

სიცხე მხოლოდ მოხუცებისთვისაა საშიში?

 

სიმართლეა, რომ განსაკუთრებულად ცხელ დღეებში, საავადმყოფოებში მოხვედრილი ადამიანებიდან ბევრი მოხუცია. სხეულის ტემპერატურა, რომელის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ეული ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაშია და ნორმალურად მუშაობს 36 და 37,5 გრადუსია. ჩვენი კანის თერმორეცეპტორები ტემპერატურის მატებას, ერთი გრადუსითაც კი, უმალ აფიქსირებენ. თუ გარემოს ტემპერატურა სხეულისაზე მაღალია, ადამიანი გამოყოფს ოფლს, რომ გაგრილდეს. გარდა ამისა, ჩვენ გამოვყოფთ სითბოს და მეტ სისხლს ვუგზავნით ხელებს და ფეხებს (ამიტომ ცხელდება ხოლმე ისინი ღამით). თბორეგულაციის ორივე ეს მეთოდი ჩვენი გულისგან უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ამიტომ მოხუცებს ხშირად ემართებათ გულის შეტევები და ინფარქტები. განსხვავებით ჯანმრთელობაზე მკვეთრი აციების ეფექტისაგან, სიცხისგან გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა მისი მოსვლის პირველივე დღეებში ფიქსირდება.

 

ასაკოვან ადამიანებთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ისინი დროულად ვერ გრძნობენ რომ მათი ორგანიზმი გაუწყლოვნებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიცხე მხოლოდ მოხუცებისთვისაა სახიფათო. რისკის ზონაში არიან ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გადაადგილების პრობლემა აქვს, რაც ხელს უშლის მათ ფანჯარასთან მისვლას და მის გაღებას, წყლის მისაღებად გადაადგილებას, რომ ოფლიანობის დროს სითხის დაკარგვა აინაზღაუროს.

 

2003 წლის სიცხე ევროპაში, ზოგიერთი შეფასებით, სულ ცოტა 30 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, ექსპერტების ნაწილი - 70 ათასსაც ასახელებს. საფრანგეთში 15 ათასს დაღუპულს შორის 1321 ადამიანის ასაკი 64 წელს არ აჭარბებდა. მოკლედ მაღალი ტემპერატურის დროს ასაკოვან ადამიანებს მეტი სიფრთხილე მართებთ, მაგრამ იგივე მოეთხოვებათ სხვებსაც.

 

ფანჯრები ღია უნდა იყოს?

 

სიცხის დროს, პირველი რაც ადამიანს აზრად მოსდის, ფანჯრების გახსნაა. მაგრამ ამას შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს. ფანჯარა მხოლოდ მაშინ უნდა გააღოთ, როდესაც გარეთ უფრო გრილა, ვიდრე შენობაში, რაც როგორც წესი, ღამით არის. დღისით, ძლიერი სიცხის დროს ფანჯრები უნდა დახუროთ. ასეთ დროს შენობაში მზის სინათლე ნაკლებად აღწევს, ამიტომ ტემპერატურა შედარებით დაბალია.

 

ლუდის დალევა შეიძლება?

 

სხვადასხვა კვლევაში მეცნიერები მონაწილეებს ჯერ ფიზიკურ დატვირთვებს სთავაზობდნენ და ამის შემდეგ დასალევად აძლევდნენ ლუდს, მათ შორის, უალკოჰოლოსაც. რამდენიმე ექსპერიმენტს მსგავსი შედეგები მოჰყვა. კერძოდ, მართალია ჩვეულებრივი წყალი და სხვა აღმდგენი სასმელები სპორტსმენებისთვის უფრო ეფექტიანი იყო დაკარგული სითხის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ლუდმაც (როგორც ალკოჰოლიანმა, ისე უალკოჰოლომაც). თუმცა, ეს პატარა კვლევებია, რომლებშიც არავის დაუდგენია სხეულის ტემპერატურის რყევები, ამიტომ დადასტურებულად არავინ იცის აგრილებდა თუ არა ლუდი ორგანიზმს და თუ აგრილებდა, რამდენად ეფექტიანად. მაგრამ, ამ კვლევებით გამოჩნდა, რომ სიცხის დროს ერთი ან ორი ჭიქა ლუდი არ გავნებთ, და ნამდვილად გაგაგრილებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი