logo_geo
6-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
- +

6 აგვისტო. 2018. 11:50

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

8-10 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. 9 აგვისტოს ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

 

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

big_banner
არქივი