logo_geo
დედაქალაქში სპეციალური ტუალეტები განთავსდება
- +

7 აგვისტო. 2018. 10:56

 

დღეს რიყის პარკში ისრაელური კომპანია „კას გრუფი“ მის მიერ წარმოებული ე. წ. „სითი ბოქსების“ პრეზენტაციას გამართავს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თანახმად, დედაქალაქში სპეციალური ტუალეტები უნდა განთავსდეს.

 

„სითი ბოქსები“ თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ტუალეტებია, რომელიც თბილისში 40 სხვადასხვა ადგილას დაიდგმება. მას „კას გრუფი“ ჩინეთში, საკუთარ ქარხანაში აწარმოებს.

 

„კას გრუფი“ საქართველოში რამდენიმე წელია, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ეგიდით შემოვიდა და სასტუმროებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამრეცხაოების მფლობელია. ის ქვეყანაში 30 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი