logo_geo
რუსთაველის გამზირზე შენობის ფასადიდან ბათქაში ჩამოვარდა
- +

7 აგვისტო. 2018. 14:42

 

რუსთაველის გამზირზე, 36 ნომრის ფასადიდან ბათქაში ჩამოვარდა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილობრივების თქმით, მსგავსი ფაქტი ორი კვირის წინაც მოხდა. მოსახლეობის განმარტებით, მერიას და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი