logo_geo
თბილისის მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული
- +

8 აგვისტო. 2018. 11:13

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული.

 

„მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო. ჩემი დავალებით ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მინდა დაგავალოთ, ეს ავტომობილები ამოიღოთ მოხმარებიდან. თუ დამატებითი ავტომობილები გესაჭიროებათ, იზრუნეთ, რომ გვყავდეს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები. მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

big_banner
არქივი