logo_geo
„რომ არ დაბრუნდე, იცოდე არ გაპატიებ!..“ - აგვისტოს ომის SMS-ისტორიები
- +

8 აგვისტო. 2018. 22:33

 

აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ambebi.ge-მ და palitravideo.ge-მ აგვისტოს ომთან დაკავშირებით სპეცპროექტი მოამზადეს. ვიდეო რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, ის რეალური ფაქტების მხატვრული რეკონსტრუქციაა.

ვიდეოში ერთი ოჯახის წევრებისა (დედა და ცოლი) და მეგობრის ომში წასული სამხედროსადმი მიწერილი მესიჯებია. "რომ არ დაბრუნდე, იცოდე არ გაპატიებ!..." - წერს ცოლი მეუღლეს, რომელიც მესიჯზე აღარ პასუხობს. 

ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურის გიორგი ჭინჭარაძის თქმით, მათმა ნაწილმა უდიდესი დანაკარგი განიცადა... ცხინვალის ბრძოლებისას მათ ალყაში მოხვედრილი ქართველი სამხედროების გამოხსნა და ობიექტის, ბაღის შენობის შენარჩუნება მოუწიათ. IV ქვეით ბატალიონში 60 ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი