logo_geo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს
- +

9 აგვისტო. 2018. 12:42

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს:

 

„დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი