logo_geo
დავით სერგეენკო: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენს თავს ომს ვერ დავუწყებდით
- +

9 აგვისტო. 2018. 15:48

 

 

„საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მას შემდეგ განვსაზღვრავთ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და პროგრამას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

 

ამ კონტექსტში მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არავითარი დამატებითი კითხვა არ არსებობს, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგრესია.

 

„ჩვენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენს თავს ომს ვერ დავუწყებდით. რაც შეეხება ამის კავშირს რომელიმე კანდიდატის, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიასთან, ჩვენ მხარდაჭერას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და მის პროგრამას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი