წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად გარდაცვლილი 41 წლამდე მამაკაცის ცოლი გამტაცებელმა დიდუბის მეტროსთან „ჩამოაგდო“. - ამის შესახებ droni.ge-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.
„ვარკეთილიდან რომ წაიყვანა, გზაში არ ვიცი რა მოხდა, დიდუბის მეტროსთან ჩამოუგდია, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, არ ვიცი მგონი დაზიანებები ჰქონდა და მაგიტომ“- აცხადებს ჩვენთან საუბარში ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შემდეგ მკვლელმა მოკლული მამაკაცის გია ფეიქრიშვილის ცოლი გაიტაცა და გაიქცა.