logo_geo
„ლოგიკურია, ერთი გამწარებული კაცი მწამებელს, რომ შეხვდება შეიძლება დაარტყას...“
- +

8 იანვარი. 2017. 23:31



„მე მგონია, რომ რაღაც სხვა ნარატივში ვართ... ნიკა გვარამიას ნარატივში, რომ თავდასხმა მოხდა და ა.შ.", - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა  ჩვენთან საუბრისას განაცხადა. როგორც ყანდიაშვილი აღნიშნავს, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე არ უნდა დააკავონ.


„ერთმა კაცმა, რომ მეორეს გაარტყა ეს არის ფაქტი, მე როგორც ვიცი. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. რა სასჯელიც ეკუთვნის იმას მიუსჯიან. რა თქმა უნდა, ეს არ არის საციხო საქმე, პატიმრობა არ უნდა მიუსაჯონ. ძალადობა ზოგადად მიუღებელია, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმის, რომ ის ადამიანები ვინც წლების მანძილზე აწამებდნენ და ანადგურებდნენ სხვა ადამიანებს ლოგიკურია ერთი გამწარებული კაცი მეორეს, რომ შეხვდება შეიძლება დაარტყას",- განაცხადა ყანდიაშვილმა. 


 

big_banner
არქივი