logo_geo
„ქართული მარში“ და „ქართული მისია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- +

10 აგვისტო. 2018. 15:00

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში „ქართული მარშის“ და „ქართული მისიის“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

 

„ხელისუფლება უნდა გამოვიდეს სირაქლემას პოზიციიდან. სასწრაფო წესით უნდა შეიცვალოს პროკურატურის სისტემა, მთავარ პროკურორად უნდა დაინიშნოს კახი კახიშვილი, პიროვნება რომელსაც არსებულ ხელისუფლებაში ყველაზე მეტი ნდობა აქვს ხალხის მხრიდან. ხელისუფლებამ თავისი ხისტი და არასამართლიანი პოზიციით არ უნდა შეუწყოს ხელი უსამართლობას. ფაქტია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გამოძიებული არაა. ფაქტია, რომ სარალიძის რეალური მკვლელები გარეთ არიან. ფაქტია, რომ სამართლის საძიებლად მამას უკიდურეს ზომამდე მოუწია მისვლა. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს უსამართლობასთან. ხელისუფლება - სასწრაფო წესით გამოასწორე სიტუაცია, ეს შენი მოვალეობაა!“

 

 

big_banner
არქივი