ბრიტანეთში The Canterbury Auction Gallerie-ის აუქციონზე სტალინის ბრინჯაოს ნიღაბი ბრინჯაოსვე ხელებთან ერთად 13 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ფასი 2 000 გირვანქას არ აღემატებოდა.
ნიღბის მფლობელი სავაჭრო ფლოტის ყოფილი მეზღვაურის შვილიშვილი იყო, რომელმაც ის ბაბუის ნივთებში აღმოაჩინა.
ნიღაბი საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ არის დამზადებული. სულ მსოფლიოში მისი 12 ასლი არსებობს.