logo_geo
რა ანაზღაურება ექნება და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს საპენსიო სააგენტოს დირექტორს
- +

11 აგვისტო. 2018. 23:46

 

ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია გამოაცხადა. ცნობისთვის, სააგენტო პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო - 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

 

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პირს მოეთხოვება მინიმალური განათლება - ბაკალავრის ხარისხი და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ამასთან, როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, სასურველია პირს ჰქონდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა.

 

ამასთან, გამოცხადებული ვაკანსიის მიხედვით, კანდიდატი სააგენტოს ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შეირჩევა.

 

საჯარო სამსახურის ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 29 აგვისტომდე შეეძლებათ; საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა კი 14 სექტემბერია.

 

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2019 წლიდან მოხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი