logo_geo
დღეს დიდგორობაა
- +

12 აგვისტო. 2018. 03:12

 

 

 

დღეს დიდგორობაა. დიდგორის ბრძოლა ანუ ძლევაჲ საკვირველი 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ქართველებმა თბილისის მისადგომებთან დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დაამარცხეს.

 

ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდროგის ველზე, სოფელ დიღომთან.

 

დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგიერთი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი.

 

მოსულთა შორის იყვნენ ხელოსნები და ვაჭრები, რომლებიც ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობდნენ. დიდგორის მთის ძირში „მისალოცავში" საკულტო წესები სრულდებოდა. აქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.

 

დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. აქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში).

 

დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე" (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი. ქართლის გარდა დიდგორობა ხევსურეთშიც იცოდნენ.

 

 

big_banner
არქივი