logo_geo
დღეს ცაციების საერთაშორისო დღეა
- +

13 აგვისტო. 2018. 11:58

 

13 აგვისტო ცაციების საერთაშორისო დღეა.

ცაციების საერთაშორისო დღე 1992 წელს გაერთიანებულ სამეფოში დაარსდა.

 

მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, თუ რატომ იყენებს ზოგიერთი ადამიანი მარცხენა ხელს უფრო აქტიურად, ვიდრე მარჯვენას.

 

მშობლები ხშირად აიძულებდნენ ბავშვებს, რომ მარჯვენა ხელი გამოიყენონ, მაგალითად წერის დროს, რაც სპეციალისტების თქმით, დაუშვებელია.

 

ფსიქოლოგების აზრით, ცაციობა ავადმყოფობა ან რაიმე გადახრა არ არის. უფრო მეტიც, მათ შორის ბევრი ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ადამიანია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი