logo_geo
გიორგი კალანდია: მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან...
- +

13 აგვისტო. 2018. 17:03

 

„მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის ევროპული ტიპის ლიდერია“, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა.

 

„საქართველოს სწორედ ევროპული მომავალი სჭირდება. ხშირად წამოიჭრება რუსეთის თემა, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთს აქვს იარაღი, მაგრამ არ აქვს ჭკუა. ჩვენ შეიძლება მოვერიოთ ჭკვიანი ლიდერებით. სალომე ზურაბიშვილი არის სწორედ ასეთი ჭკვიანი ლიდერი და ამიტომ ვუჭერ მხარს”, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.

 

დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს ოფიციალურად მიმართა. ცესკო-ში სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად მივიდა და შესაბამისი განცხადება შეიტანა. საინიციატივო ჯგუფში 12 პირი შედის, მათ შორის არიან: რეჟისორი თემურ ბაბლუანი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია და მოდელი თაკო ჩხეიძე.

 

 

 

big_banner
არქივი