logo_geo
ელისო კილაძის მორიგი ტყუილი!
- +

14 აგვისტო. 2018. 12:43

 

 

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სტრასბურგში ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით დღეს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

კილაძის თქმით, გამგზავრებაზე უარი აბჟანდაძისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ თქვეს. ელისო კილაძე ფრენის ჩაშლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიუნხენის აეროპორტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო დახურული ფაილი, რის შემდეგაც იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, რომელიც შეხვედრის ორგანიზებას ახდენდა, მიუნხენის აეროპორტში გააჩერეს.

 

დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას ელისო კილაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ელისო კილაძეს ჟურნალისტებმა განუცხადეს, რომ ოფიციალური უწყებები ფაქტს არ ადასტურებენ. თუმცა, კილაძის თქმით, უწყებებს მსგავსი სახის განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

 

გთავაზობთ ლინკებსა და სქრინებს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოდან, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მსგავსი წერილი გერმანიაში არ გაუგზავნიათ. როგორც ჩანს, ელისო კილაძე ცრუობს და ეს  მისი მორიგი ტყუილი გახლავთ!

 

 

https://on.ge/story/

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/a/29415295.html

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი