logo_geo
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება
- +

17 აგვისტო. 2018. 03:46

 

 

17 აგვისტოს თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება, რომელაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცესი უნდა დააჩქაროს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც გამოცემა იუწყება, ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებს სექციის საკონსულო განყოფილებებში რიგში დგომა აღარ მოუწევთ. ამასთან, ოფიციალური სტრუქტურის გახსნის შემდეგ შემცირდება თაღლითობის რისკები, როდესაც გარკვეული პირები დიდი თანხის სანაცვლოდ ვიზის მსურველებს საკონსულო მომსახურებას სთავაზობენ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. უწყების განმარტებით, ის კერძო კომპანიაა და მათთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

 

 

big_banner
არქივი