რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 17 კი - დაშავდა.
9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში.
დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა.