logo_geo
სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული
- +

19 აგვისტო. 2018. 18:51

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს მათთან კონტაქტზე გასვლას.

 

რუსული მედიის ინფორმაციით კი, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მეორე დაღუპული კი რუსეთის მოქალაქეა.

 

რაც შეეხება დაშავებულებს, რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, 9 დაშავებულიდან 7 რუსეთის, 2 კი - საქართველოს მოქალაქეა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი