გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 - 20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.
„19 – 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 19 - 20 აგვისტოს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.