logo_geo
20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს
- +

19 აგვისტო. 2018. 19:31

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 - 20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

 

„19 – 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

 

თბილისში 19 - 20 აგვისტოს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

big_banner
არქივი